თორნიკე რიჟვაძე  -  მაღალი სტანდარტის თვითმმართველობა ზრდის მოქალაქეთა ფართო ჩართულობას ეკონომიკურ აქტივობებში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობა მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მაღალი სტანდარტის თვითმმართველობა ზრდის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თვითშეგნებას, მოქალაქეთა ფართო ჩართულობას ეკონომიკურ აქტივობებში. რეგიონის მასშტაბით ვახორციელებთ მუნიციპალიტეტების, დაბების, სოფლების და კონკრეტული ადგილების იდენტიფიცირებას მათი პოტენციალის შესწავლის მიზნით, რომლითაც კონკრეტული ადგილები შეძლებენ ინტეგრაციას ეკონომიკურ სისტემაში და შეიქმნება ღირებულებათა ჯაჭვი“, - განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართეს.

მათივე ცნობით, ფორუმზე, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, რეგიონული ეკონომიკის და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები განიხილეს.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი „რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ 2018 წელს დაარსდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმაა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, ცხრა რეგიონის გუბერნატორს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს