ახალციხეში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი განახლდა

რაბათის ციხის ტერიტორიაზე ახალციხის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი განახლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი, USAID საქართველოს წარმომადგენელი დავით წიკლაური, USAID ზრდა-ს ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი დაესწრნენ.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, USAID ზრდა-მ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ახალციხეში, ბორჯომში, გორსა და ზუგდიდში მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები სრულად აღჭურვა და თანამშრომლები გადაამზადა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების ხარჯზე აღნიშნულ რეგიონებში ტურისტული პოტენციალის ამაღლებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს