ირაკლი ლექვინაძე -უკვე შეგვიძლია,  ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ

უკვე შეგვიძლია, ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, კანონიერ ძალაში შევიდა და ამოქმედდა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლიც მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილი ხდება საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებშიც შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ამ დრომდე ბიზნესომბუდსმენის აღნიშნული ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში ჰქონდა.

„ჩვენი ანალიზის მიხედვით, ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ საკითხად რჩება გაჭიანურებული სასამართლო პროცესები. სწორედ აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხრიდან გაჩნდა ინიციატივა, რომ ბიზნესის ინტერესების გასაძლიერებლად და ამ მიმართულებით სასამართლოს ეფექტიანობის გასაზრდელად გაფართოებულიყო ბიზნესომბუდსმენის სასამართლოს მეგობრის ფუნქცია. კანონში შესული ცვლილებით ბიზნესომბუდსმენის აპარატს უკვე აქვს შესაძლებლობა საერთო სასამართლოებში ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმდინარე დავაში ბიზნესის პოზიციების გასაძლიერებლად გააგზავნოს დასკვნა ან საჭიროების შემთხვევაში მიავლინოს იურისტი“, - განაცხადა ლექვინაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა