ანონსი 22 მაისი

22 მაისს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

მის: აღმაშენებლის ხეივანი, თბილისის საქალაქო სასამართლო.

22 მაისს, 10:00 საათზე, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა გაგრძელდება.

მის.: ბათუმის საქალაქო სასამართლო, ზუბალაშვილი N30

საკონტაქტო: სალომე აჩბა 593737503

22 მაისს, 10:00-15:00 საათამდე, თბილისის ბოტანიკურ ბაღში, "საბუკო" ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღეს სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს, მათ შორის: საფეხმავლო ტურებს, ფოტოგამოფენას, ფრინველთა დარგოლვას.

საკონტაქტო: 598 212225

22 მაისს, 10:00 საათზე, ანაკლიის სასწავლო ცენტრში სერტიფიცირებული საგანმანათლებლო კურსები იხსნება. სასწავლო კურსებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და USAID "ზრდა" პროექტის ინიციატივით და დაფინანსებით, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ ახორციელებს.

22 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟიული შარტავას N7

22 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პრესკონფერენციას გამართავს.

22 მაისს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილის ბრიფინგს გამართავს.

თემა: „შშმ პირთა სივრცის მოწყობის კანონის პროექტთან დაკავშირებით“.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

22 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანიბისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „სახელმწიფოს მხრიდან მამუკა ტუსკაძის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკური ზეწოლა, დევნა და შევიწროება“. მედიისთვის წარმოდგენილი იქნება კონკრეტული მტკიცებულებები.

მის: აკაკი წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო საკონტაქტო: 593 53 45 24

22 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

22 მაისს, 12:00 საათზე „2020NEWS“ პრესკლუბში მორაგბეთა ასოციაცია და პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) ხელს აწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია, უზრუნველყოფს წლის განმავლობაში 5 მორაგბისათვის ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში ლიტერატურის უფასოდ მიწოდებას და საგამოცდო პროცესის დაფინანსებას.

მისამართი: პეკინის 34 ბიზნესცენტრი საბურთალო. მესამე სართული

საკონტაქტო პირი: 514 33 49 49

22 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

საკონტაქტო: (+995 32) 228-17-12

22 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

საკონტაქტო: (+995 32) 228-16-24

22 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

საკონტაქტო: (+995 32) 228-15-21

22 მაისს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, „თიბისის“ ახალი ბიზნესსაკომუნიკაციო პლატფორმის - B COM-ის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: კოსტავას 14

22 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია საზოგადოებას გააცნობენ შემდგომი თემის დეტალებს - საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება.

მის.: უზნაძის 52 ( სამინისტრო)

22 მაისს, 16:00 საათზე, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ელგუჯა გოცირიძე და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლაში, პრეზენტაციების კონკურსში - ,,გააცანი საქართველო მსოფლიოს“, მონაწილე მოსწავლეებს შეხვდებიან.

22 მაისს 16:30 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ევრომელანომა 2019“.

მის: კახეთის გზატკეცილი, N99, საკონფერენციო დარბაზი

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, მაია დათუაშვილი 599 731 175

22 მაისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ქართულ-აფხაზური ფილმის „ანიხა“ პრეზენტაცია.

მის: ი.ჭავჭავაძის გამზ, თსუ-ს I კორპუსი, 107 აუდიტორია.

22 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის, დ.ღ.ს სასჯელის განსაზღვრაზე იმსჯელებს.

მის: აღმაშენებლის ხეივანი, თბილისის საქალაქო სასამართლო.

22 მაისს, 19:00 საათზე, ტექნოპარკში, (ოქროყანა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანადაფინანსების ახალი, 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამის გახსნის ღონისძიებას დაესწრება, რომელიც ინოვაციური პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა