ლევან ახვლედიანი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ანაკლიის პორტის  მშენებლობის ვადები  დაცული იყოს, თუმცა ფინანსური დახურვის ვადამ შესაძლოა,  გადაიწიოს

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მშენებლობის ვადები მაქსიმალურად დაცული იყოს, თუმცა ფინანსური დახურვის ვადამ შესაძლოა, გადაიწიოს,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო, ამიტომ ფინანსური დახურვის ვადა, რომელიც 15 ივნისით იყო გამსაზღვრული, გადაიწევს.

„ მოლაპარაკებები გაგრძელდება. შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად მოქნილები ვიქნებით ფინანსური დახურვისა და მოლაპარაკებების ვადებთან დაკავშირებით. . ვერ გეტყვით, კონკრეტულად როდის დაიწყება მშენებლობა, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, , რომ ვადები დავიცვათ. ჩვენს მიერ უკვე დაფინანსდა და განხორციელდა დაღრმავების და რეკლამაციის სამუშაოები, ამიტომ პროექტი ჯერჯერობით დაცულია სამშენებლო ვადების გადავადებისგან“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისივე თქმით, დამატებითი შეხვედრა მხარეების იურისტებს შორის მომდევნო 10 დღის განმავლობაში შედგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა