ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალზე ქართული ბიზნესის წარმატებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს

უკრაინის ქალაქ კიევში ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალზე, რომელიც ევროკავშირისა და DCFTA ქვეყნების სამთავრობო დელეგაციების მონაწილეობით ჩატარდა, ევროკავშირის ბაზარზე ქართული კომპანიების წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. მინისტერიალში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების ერთი სესია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კომპანიის წარმატებული მაგალითების განხილვას მიეძღვნა. საქართველოს მხრიდან სესიაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველოს (ICC Georgia) პირველი ვიცე-თავმჯდომარე ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი და კომპანია „Georgian Products“-ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე.

„როგორც აღინიშნა, DCFTA-ის სამივე ქვეყანა წარმატებით ეხმარება საკუთარ კომპანიებს, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზრებზე პარტნიორების მოძიება და საკუთარი პროდუქციის ექსპორტირება. ამავე დროს, არსებობს საერთო გამოწვევები, რომელთა გადაწყვეტაც გაამარტივებს B2B კავშირების დამყარებას, კომპანიებს გახდის უფრო კონკურენტუნარიანად და მისცემს მათ გაფართოებისა და ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

„ქართული კომპანიების გამოცდილება ამ მიმართულებით დადებითია. ჩვენ 2014 წლიდან ვართ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მხარე და სადღეისოდ დაახლოებით 800 კომპანია გადის ევროკავშირის ბაზარზე, ბოლო პერიოდში კი ასეთი კომპანიების ზრდამ 35 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაგრძელდება და ამდენად, საინტერესო იყო, მოგვესმინა პრაქტიკული დახმარება, თუ დამატებით რა სახის დახმარება შეიძლება გავუწიოთ ჩვენს კომპანიებს, რათა ისინი უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი ევროკავშირის ბაზარზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა