ნათია მეზვრიშვილი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე–პრეზიდენტს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე–პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული მიგრაციული ტენდენციები და საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამ მხრივ მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილე მიესალმა გერმანიის მიერ მიგრაციის მეკავშირე ოფიცრის მოვლენას საქართველოში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.

,,შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო გერმანიასთან წარმატებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას და საქართველოს მიერ რეადმისიის შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას. მხარეებმა, საქართველოში ადამიანის უფლებების

დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმატებული მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

ანდრეა შუმახერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება და ევროკავშირის/შენგენის წევრი 13 ქვეყნის მსგავსად გერმანიაც აღიარებს საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი

ღონისძიებების საკითხები განიხილეს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა