ვახტანგ ძაბირაძე -  კალაძის მაღალი რეიტინგი ბუნებრივია, რადგან თუ ვინმე ჩანს „ქართული ოცნებიდან“, ეს კალაძე და  გახარიაა

ის, რომ საზოგადოების უმრავლესობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დღესაც „ქართული ოცნებაა“, სახელისუფლებო ეფექტიდან გამომდინარეობს და ამას ხელს ოპოზიციური სპექტრის დაქსაქულობაც უწყობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობა არის დაბალი, აბსოლუტურად ცხადია და ამას გამოკვლევაც არ სჭირდება, რაც შეეხება ნაწილს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა ადამიანების შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“ და პოლიტიკური პარტიებიდან პირველ ადგილს სწორედ ის იკავებს, ეს, ექსპერტის აზრით, ბუნებრივია, რადგან ამ შემთხვევაში ხელისუფლების ეფექტი მუშაობს და ასევე ისიც, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ ცუდი ვითარების გამომსწორებელს ოპოზიციაში ვერ ხედავს. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სწორედ ამიტომ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მმართველ გუნდს დაუჭერდა მხარს.

„დღეს რომ პოზიტიური პოლიტიკური ლიდერების ნაკლებობაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, აშკარაა. რა შეეხება იმას, რომ საზოგადოების მხრიდან კალაძის საქმიანობის რეიტინგი ყველაზე დადებითად არის შეფასებული, ეს არ არის გასაკვირი. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური სპექტრი დაქსაქსულია, ამომრჩეველი პოლიტიკოსს ეძებს მმართველი გუნდიდან. რაც შეეხება კალაძეს, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან თუ ვინმე ჩანს „ქართული ოცნებიდან“ ეს არის კალაძე და გიორგი გახარია, აქ იგულისხმება მედიაში გამოჩენა და აქტიურობა. რაც შეეხება საქმეს, კალაძის მმართველობის დროს ახალი და მნიშვნელოვანი რა გაკეთდა, ამაზე პასუხი არათუ მოსახლეობას, არამედ თვითონ კალაძესაც გაუჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის პარტიის ლიდერებიდან პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. ეს ჩანს და მოსახლეობაც ამას დადებითი კუთხით აღიქვამს. მისი თვისებებიდან და ურთიერთობებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში ის საკმაოდ დადებითი განწყობით სარგებლობს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს