დავით ჭიჭინაძე - მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია შეთანხმება და ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“  განხეთქილებაზე აუცილებლად აისახება

მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია შეთანხმება და ეს პარტიაში განხეთქილებაზე აუცილებლად აისახება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. როგორც ის აცხადებს, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი „გაწია“ და ის ახლა მაქსიმალური რადიკალიზაციით ცდილობს პოლიტიკაში შემოსვლას.

„თუ პარტიის თავმჯდომარედ აირჩიე ვაშაძე, არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი იყოს შენი მთავარი მომწოდებელი. მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია შეთანხმება და ეს პარტიაში განხეთქილებაზე აუცილებლად აისახება. თუ შენ გადადექი და იძახი, რომ გრიგოლ ვაშაძე არის კარგი ლიდერი, მე ვუჭერ მხარსო, მაშინ შეუთანხმე მას განცხადება და ერთიანი განცხადება გააკეთე. აღარ გააკეთო ეს ჩართვები, ჩახტომები. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მიხეილ სააკაშვილი გაწიეს და ის ახლა ცდილობს მაქსიმალური რადიკალიზაციით, ისევ შემოვიდეს პოლიტიკაში, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ამის ხარჯზე მოხვდა. მისი მოწოდებების გამო, ჩემს ხალხს მოვუწოდე მოვსულიყავით და მხარი დაგვეჭირა „ქართული ოცნებისთვის“, ვინაიდან ის რადიკალიზაცია სიტყვად დარჩენოდა და არა საქმედ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა მისი ჩანაცვლება ამ ხალხით, რომ უფრო ცივილური სახე მიეღოთ. ამ ადამიანს ვერ თოკავენ, გამოდის და ცივილური სახის შექმნის მცდელობები ერთ დღეში მთავრდება“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა