გიგა ბოკერია - ლევან კობიაშვილის დღევანდელი განცხადება ადეკვატურია

ლევან კობიაშვილის დღევანდელი განცხადება ადეკვატურია. მთელი სამყაროს ამოცანა უნდა იყოს, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ პოლიტიკურად კი არა, საზოგადოებრივად კეთროვნები, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე სპორტსმენების დაკავებასა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას.

„ნებისმიერ შემთხვევაში ის, რომ დევნა ხდება ასეთი შემთხვევების, სწორია. იმის გამო, რომ ოპოზიციაში ვარ, ამის გაპროტესტებას არ დავიწყებ, მაგრამ მარტო დევნა არ უშველის, რადგან თვითონ ამ სამყაროში უნდა შეიქმნას ტრადიცია, სადაც ასეთი საქციელი არათუ სამარცხვინოა, ზოგადად, ძალიან იზოლირებულები უნდა იყვნენ ადამიანები.

ამ შემთხვევაში, ბატონო კობიაშვილი ჩემი პოლიტიკური ოპონენტია, „ოცნებაშია“, მაგრამ როგორც ფეხბურთელს, დიდ პატივს ვცემ, იმიტომ, რომ მისი გულშემატკივარი ვიყავი. მისი დღევანდელი განცხადება არის ადეკვატური, ეს უნდა იყოს მთელი სამყაროს ამოცანა, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ პოლიტიკურად კი არა, საზოგადოებრივად კეთროვნები და არამარტო დასჯილები“, - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან კობიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ დაკავებული ფეხბურთელების დაცვა არავინ უნდა გაბედოს, რადგან ისინი ამას არ იმსახურებენ. მან ასევე დასძინა, რომ დაკავებული სპორტსმენები იმას მიიღებენ, რასაც იმსახურებენ და რომ ამის გარანტი თავად იქნება.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო