გიგა ბოკერია - ალეკო ელისაშვილის გზავნილი ერთი ერთში ის გზავნილია, რა ბინძურ კამპანიასაც ატარებს ,,ოცნება“, რომ შალვა შავგულიძე ,,ნაცების“ კანდიდატია

მე და ჩემს თანაგუნდელებს მართლა გვქონდა შეხვედრა ბატონ ელისაშვილთან და მისი სურვილი იყო, რომ არ დაგვეყენებინა კონკურენტი მთაწმინდის ოლქში და დაგვეჭირა მხარი პრაქტიკულად, მის მიერ შერჩეული კანდიდატისთვის, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,360 გრადუსი“ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ელისაშვილმა გაიმეორა ძალიან აგრესიული, არაკორექტული გზავნილი შალვა შავგულიძის მიმართ.

„გზავნილი, რომელიც მოვისმინეთ ბატონი ელისაშვილისგან, არის ძალიან სამწუხარო ჩემთვის. ეს არის ერთი ერთში ის გზავნილი, რა ბინძურ კამპანიასაც შალვა შავგულიძის მიმართ ატარებდა და ატარებს ,,ქართული ოცნება“ და ივანიშვილის გუნდი, რომ ეს შავგულიძე კი არ არის, ეს არის ,,ნაცების“ კანდიდატი.

ბატონ ელისაშვილს თქვენს ეთერში მოუყოლია ამბავი: მეხვეწებოდნენ, რომ გავმდგარიყავი გვერდზეო და იქამდე, ნათქვამი აქვს, რომ ვთანამშრომლობ და მაქვს კონტაქტი ყველა ოპოზიციურ პარტიასთანო. ეს უბრალოდ სიცრუეა. მე მართლა მქონდა მასთან შეხვედრა(ჩვენს თანაგუნდელებს) და მისი სურვილი იყო, რომ არ დაგვეყენებინა კონკურენტი მთაწმინდის ოლქში და დაგვეჭირა მხარი პრაქტიკულად, მის მიერ შერჩეული კანდიდატისთვის. ჩემი პასუხი იყო, რომ ეს არასერიოზულად მიმაჩნდა, რადგან თვითონ თუ დადგებოდა, მაშინ შეიძლებოდა დისკუსია, ოღონდ ესეც არა ავტომატურად. მან ეს მონათლა, თითქოს ჩვენ ვეხვეწებოდით რამეს? არა, პირიქით! მას ჰქონდა თხოვნა, ოღონდ ამაში არაფერი პრობლემა არ არის, ეს არის ცივილიზირებული და რაზეც შევთანხმდით იყო, რომ მეორე ტურში დავუჭერდით ერთმანეთს მხარს. მან გაიმეორა ძალიან აგრესიული,არაკორექტული გზავნილი შალვა შავგულიძის მიმართ. თუ თვლის, რომ ჩვენთან დიალოგში შემოსვლა არ არის სირცხვილი და უნდოდა, რომ რაღაც კოორდინაცია ყოფილიყო და მერე ტალახს ესვრი შალვა შავგულიძეს, იმიტომ რომ ჩვენთან ღიად თანამშრომლობს? თუ ვიღაცას უნდოდა, რომ არასაჯაროდ ჰქონოდა პოლიტიკური მოლაპარაკება(რაც ასევე ნორმალურია), მაგრამ თუ მე მელაპარაკები, ურთიერთობაში შემოდიხარ და მერე შალვა შვგულიძეს ესხმი თავს - ეს არის უპატიოსნო პოზიცია“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, იგი კამყოფილი იყო ელისაშვილთან დიალოგით, მაგრამ ამასთან, ელისაშვილის განცხადებას აფასებს, როგორც მძიმეს და არაკორექტულს.

,,ახლა ისეთ მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ არც პირადი წყენების დრო არის, არც ასეთი მძიმე და არაკორექტული შეცდომებისა, როგორიც ბატონმა ელისაშვილმა დაუშვა. მე მაშინ ძალიან კმაყოფილი ვიყავი ელისაშვილთან დისკუსიით, მე მომავალშიც თანახმა ვართ თანამშრომლობის ყველასთან, ვინც წითელი ხაზის მიღმა არ არის(წითელი ხაზი: ივანიშვილის კონტროლის ქვეშ ყოფნა, პუტინთან სიარული მოსკოვში და სიძულვილვილის, ძალადობის ქადაგება).“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო