სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შს სამინისტროდან აცნობეს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შეტყობინება შემოვიდა, რომ თბილისში, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებზეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველები ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადნენ. მათივე ინფორმაციით, პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე პოლიციასთან კავშირზე არ გამოდიოდა და კარს არ აღებდა. ადგილზე გამოძახებულ იქნა სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს და ზ.ჯ. დააკავეს.

ამ დროისთვის დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება.

გამოძიება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და11-პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს