ლადო პაპავა - ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას არ გააჩნია უნარი და მზადყოფნა წინააღმდეგობა გაუწიოს სსფ-ის აშკარა შაბლონურ მონეტარულ პოლიტიკას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკი ამ პროცესს თურქული ლირის გაუფასურების პროცესს უკავშირებს. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ლარის გაუფასურება მხოლოდ გარე ფაქტორებს უკავშირდება?

- ბოლო წლების განმავლობაში თურქეთი რჩება საქართველოს უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად, რის გამოც იმას, რაც ხდება ამ ქვეყნის ეკონომიკაში უშუალო ზეგავლენა აქვს საქართველოზე.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში პოლიტიკური სიტუაცია ამ ქვეყანაში საკმაოდ არასტაბილური გახდა, რაც უშუალოდ აისახება მის ეროვნულ ვალუტის - ლირის გაცვლით კურსზე.

როცა თურქეთში ლირა უფასურდება ეს უკვე ქმნის იმის მოლოდინს, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება ლარის გაუფასურებაც. ბუნებრივია, რომ ზოგიერთი ფინანსური ჯგუფი ამ ვითარებას თავის სასარგებლოდაც იყენებდეს და ამ მოლოდინის გათვალისწინებით ლარს უფრო მალე „აუფასურებს“, ვიდრე ეს მოხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ამ ორ ქვეყენას შორის არსებული ეკონომიკური კავშირების გზით

ამ სიტუაციას ამძიმებს ის შეცდომებიც, რაც ბოლო პერიოდში იქნა დაშვებული ამ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაშიც. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს თურქეთთან ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც იმდენად ნაჩქარევად არის გაკეთებული, რომ უფრო მორგებულია თურქეთის ეკონომიკურ ინტერესებზე, და ნაკლებად ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს.

როცა თურქეთში ლირა უფასურდება ეს უკვე ქმნის იმის მოლოდინს, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება ლარის გაუფასურებაც. ბუნებრივია, რომ ზოგიერთი ფინანსური ჯგუფი ამ ვითარებას თავის სასარგებლოდაც იყენებდეს და ამ მოლოდინის გათვალისწინებით ლარს უფრო მალე „აუფასურებს“, ვიდრე ეს მოხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ამ ორ ქვეყენას შორის არსებული ეკონომიკური კავშირების გზით.

ამ ვითარებაში განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველს.

- შექმნილ ვითარებაში, სავარაუდოდ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ეროვნულმა ბანკმა, რომ ლარის გაუფასურების პროცესი პროგნოზირებადი გახდეს და ლარმა კიდევ უფრო მეტად არ გააგრძელოს გაუფასურება?

- საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს ინფლაცია. ამ ტიპის მონეტარულ პოლიტიკას, როგორც ცნობილია, ინფლაციის თარგეთირება ეწოდება, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ლობირებს და რომელიც დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება.

ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში ჯოზეფ სტიგლიცმა თვალნათლივ აჩვენა, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი უსუსურია იმპორტზე დამოკიდებლ ქვეყნებში, როცა ადგილი აქვს ინფლაციის იმპორტს. საქართველო კი სწორედ ასეთი ქვეყანაა, რადგანაც იმპორტი 3-ჯერ და მეტად აღემატება ექსპორტს

ინფლაციის თარგეთირების პირობებში ცენტრალურ ბანკს არ ევალება ყურადღება მიაქციოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფაქტობრივი ინფლაცია მნიშვნელოვნად და თანაც შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გადაიხრება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლისგან, შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად ჩათვალოს სავალუტო კურსის გარკვეული დოზით დარეგულირება.

ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ეფექტიანად ვერ იმუშავებს და არც მუშაობს. აუცილებელია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უარი თქვას ამ რეჟიმზე. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის დღევანდელ ხელმძღვანელობას არ გააჩნია ამის უნარი და მზაობა

საყურადღებოა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში ჯოზეფ სტიგლიცმა თვალნათლივ აჩვენა, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი უსუსურია იმპორტზე დამოკიდებლ ქვეყნებში, როცა ადგილი აქვს ინფლაციის იმპორტს. საქართველო კი სწორედ ასეთი ქვეყანაა, რადგანაც იმპორტი 3-ჯერ და მეტად აღემატება ექსპორტს.

ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ეფექტიანად ვერ იმუშავებს და არც მუშაობს. აუცილებელია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უარი თქვას ამ რეჟიმზე, თუმცა ბანკის დღევანდელ ხელმძღვანელობას, როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, არ გააჩნია იმის უნარი და მზაობა, რომ მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობა გაუწიოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აშკარა შაბლონურ მიდგომას მონეტარული პოლიტიკის მიმართ...

- საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის ვიზიტზე ბევრი ითქვა. ვიცით, რომ მან დადებითად შეაფასა ქვეყნის საფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმები.

სასიხარულოა, რომ საფინანსო სექტორს ხშირად აქებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ეკონომიკაში საბანკო სექტორის მონოპოლიური მდგომარეობის წინააღმდეგ, ფაქტია, რომ საფონდო ბირჟების პრაქტიკულად არასებობის ფონზე, კაპიტალის ბაზარზე ჩვენი საბანკო სექტორი კვლავაც მონოპოლიურ მდგომარეობაშია.

თქვენი აზრით, ურჩევდა თუ არა ქალბატონი ლაგარდი თბილისში თავისი ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლებას ეკონომიკური ზრდის სასარგებლოდ საბანკო სექტორისათვის მონოპოლიური მდგომარეობის კიდევ უფრო შეზღუდვას?

- ნამდვილად ვერაფერს გეტყვით ქალბატონი ლაგარდის ვიზიტზე გარდა იმისა, რაც საჯაროდ დაფიქსირდა სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ. ფაქტია, რომ ქალბატონ ლაგარდთან გამართულ შეხვედრაზე უმთავრესად დოქტორანტები მიიწვიეს, რაც თავისთავად ძალიან კარგია მათი სწავლების თვალსაზრისით...

ლარის მასის გაზრდა დოლარების მასასთან შედარებით კიდევ უფრო გააუფასურებს ჩვენ ეროვნულ ვალუტას, რაც დაუშვებელია

სამწუხაროა, რომ ეროვნული ბანკის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ქალბატონ ლაგარდთან უფრო წარმომადგენლობითი შეხვედრა არ ისურვა. თუმცა, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც ეროვნული ბანკისა და სავალუტო ფონდის ზოგიერთი გამარტივებული ერთობლივი სქემის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ეკონომისტების მოსმენა მათგან არც ერთს სჭირდებოდა...

- დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის ვიზიტი შესაძლოა უკავშირდებოდეს ქართული მხარის მოთხოვნას ლარის მასის მნიშვნელოვნად გაზრდაზე.

ექსპერტთა ნაწილი კარგა ხანია საუბრობს საქართველოში ლარის მასის აშკარა ნაკლებობასა და ანემიაზე, რაც, მათივე აზრით, გარკვეულ წილად აფერხებს ეკონომიკურ პროცესებს, რაც თავის თავად სოციალურ ფონზეც აისახება.

ამბობენ ქალბატონ ლაგარდის ვიზიტი თბილისის ამ მოთხოვნის ადგილზე განხილვასაც ისახავდა მიზნად. თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურად გამოიყურება ლარის მასის გაზრდა და თუ იგი განხორციელდა, სავარაუდოდ, როგორ აისახება იგი ქართულ ეკონომიკაზე?

- უნდა ვიცოდეთ, რომ ლარის მასის გაზრდა დოლარების მასასთან შედარებით კიდევ უფრო გააუფასურებს ჩვენ ეროვნულ ვალუტას, რაც დაუშვებელია.

- დიდი ხანი არაა, რაც თურქეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ანკარაში ხელი მოაწერეს სატრანსპორტო შეთანხმებას, რომლითაც კარწახი-ყარსის სარკინიგზო მონაკეთის გამოყენებით ეს ქვეყნები გაზრდიან ერთმანეთთან ვაჭრობასა და შესაბამისად ტვირთბრუნვასაც.

ამ შეთანხმებაზე ქართულ მედიაში იყო დიდი მითქმა-მოთქმა, მეტიც წყენაც, განსაკუთრებით აზერბაიჯანზე. აზერბაიჯანზე ალბათ იმიტომ, რომ ქართული მხარე აფხაზეთის გავლით რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად ამ საკითხში სწორედ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, აზერბაიჯანის პოზიციას ასახელებდა.

ფაქტია ისიც, რომ ამ შეთანხმებით, საქართველოს ტერიტორიას თურქეთთან ვაჭრობის გასაღმავებლად რუსეთიც გამოიყენებს. თქვენი აზრით რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ქართულ მხარეს და იგი, როგორც ჩანს, მხოლოდ საქმის კურსში ჩააყენეს?

- ეს საკითხი ნამდვილად არ არის მარტივი - მას ყოველმხრივი ანალიზი ესაჭიროება. ის, რომ საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანიდან მომავალი რუსული ტვირთებითაც დაიტვირთება ეკონომიკურად სულაც არ არის ცუდი.

ის, რომ საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანიდან მომავალი რუსული ტვირთებითაც დაიტვირთება ეკონომიკურად სულაც არ არის ცუდი

შესაძლოა იმასც ჰქონდეს ახსნა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გამართლებული საქართველოსა და რუსეთს, თუნდაც აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით, შორის ხელშეკურების გაფორმება, მათ შორის, დღეს არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება არ არის განებივრებული ხელისუფლების მხრიდან ჯეროვანი ინფორმაციის დროული მიწოდებით, რაც, სამწუხაროდ, ბევრ კითხვას პასუგაუცემელს ტოვებს.

- 19 მაისს საქართველოში შუალედური არჩევნები ჩატარდა. წინასაარჩევნო კამპანია საკამოდ ხმაურიანი იყო. მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული არჩევნები ჩატარდა ზუგდიდში. თქვენ როგორ შეაფასებთ, 19 მაისს ჩატარებულ არჩევნებსა და ამ არჩევნების შედეგებს?

- „ნაცმოძრაობის“ მიზანი იყო და, სამწუხაროდ, დღესაც რჩება ზუგდიდი გამოიყენონ საქართველოში მორიგი არეულობის კერად.

„ნაცმოძრაობის“ მიზანი იყო და, სამწუხაროდ, დღესაც რჩება ზუგდიდი გამოიყენონ საქართველოში მორიგი არეულობის კერად

ჩვენ ყველამ მადლობა უნდა ვუთხრათ ზუგდიდელ ამომრჩევლებს, რომ სააკაშვილის და მისი მეუღლის პროვოკაციას არ წამოეგენ.

- დამკვირვებელთა უმრავლესობის შეფასებით, 19 მაისის არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გენერალური რეპეტიცია იყო. თქვენი აზრით, 19 მაისის არჩევნები სავარაუდოდ, როგორ აისახება შიდა პოლიტიკაზე და 2020 წლის წინაპერიოდში ოპოზიციურ ძალებსა და მმართველ გუნდს შორის ძალთა ბალანსზე?

- თუ კი 19 მაისის არჩევნებს 2020 წლის არჩევნების რეპეტიციად განვიხილავთ, მაშინ, ჩემი აზრით, მხოლოდ ზუგდიდით უნდა შემოვიფარგლოთ.

ამომრჩევლის დიდი ნაწილი დღემდე არ არის ჩამოყალიბებული თუ ვის მისცემს ხმას 2020 წელს. ეს დიდი რესურსია და დარჩენილ პერიოდში პარტიებს და პოლიტიკოსებს გააქტიურება ესაჭიროება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში მოხვედრის ბარიერი სამ პროცენტამდეა დაწეული, რაც არაერთ პარტიას პარლამენტში მოხვედრის მეტ შანსს მისცემს.

ისიც ანგარიშგასაწევია, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი დღემდე არ არის ჩამოყალიბებული თუ ვის მისცემს ხმას 2020 წელს. ეს დიდი რესურსია და დარჩენილ პერიოდში პარტიებს და პოლიტიკოსებს გააქტიურება ესაჭირეობა.

მათ კი ვისაც აქვს სურვილი შევიდეს პოლიტიკაში უკვე დროა ჩამოყალიბდნენ თავის პოლიტიკურ მომავალზე და ამომრჩევლების ხმებზე დროულად დაიწყონ მუშაობა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს