გამოკითხული ამერიკელების ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში აშშ ირანთან ომს დაიწყებს

გამოკითხული ამერიკელების ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში აშშ ირანთან ომს დაიწყებს, - აღნიშნული შედეგი „როიტერსისა“ და Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა. ამასთან, გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელების 64 პროცენტი მხარს უჭერს 2015 წელს ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, თეირანს ბირთვული იარაღის განვითარებაზე უარი უნდა ეთქვა სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

გამოკითხულთა 49 პროცენტი კი მხარს არ უჭერს ტრამპის მიერ ირანთან ბოლოდროინდელ ურთიერთობას, ხოლო 39 პროცენტი ტრამპის პოლიტიკას ემხრობა. გარდა ამისა, გამოკითხულ ამერიკელთა 54 პროცენტი ირანს მიიჩნევს სერიოზულ საფრთხედ.

შეგახსენებთ, ირანსა და ვაშინგტონს შორის ბოლო პერიოდში ვითარება დაძაბულია. მხარეებმა ერთმანეთის საწინააღმდეგო არაერთი განცხადება გააკეთეს. აშშ-მა კი რეგიონში ავიაგამანადგურებლებისა და ავიამზიდების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო