გერმანია და ავსტრიის ნაწილი ძლიერმა შტორმმა დააზარალა - ბავარიაში დაღუპულია ერთი ადამიანი

გერმანია და ავსტრიის ნაწილი ძლიერმა შტორმმა დააზარალა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა. დაღუპულია ერთი ადამიანი. იგი ბავარიაში იმყოფებოდა, როდესაც მისი ავტომობილი წყალმა წაიღო.

გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა ქუჩები დატბორა. სტიქიის შედეგად დაზარალდა გერმანია-ავსტრიის სამხრეთ სასაზღვრო რეგიონებიც. გარდა ამისა, სტიქიის გამო დაკეტილია რამდენიმე მაგისტრალი, დაზიანებულია რკინიგზაც. ჰანოვერთან ახლოს მდებარე საავადმყოფოს ნაწილობრივი ევაკუაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უხვი ნალექის გამო ჭერი ჩამოინგრა.

როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ძლიერი წვიმა გერმანიის აღმოსავლეთ რეგიონეში გაგრძელდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა