სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია იწყება

სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიაზე ყველა საჭირო სამუშაო განხორციელდება და ჯამში მასზე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

“ბევრი პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურის მხრივ. ბევრი პროექტი ხორციელდება, პრობლემა ბევრია. ახლა რომელ პროექტზეც ვსაუბრობ, ეს არის სამხედრო დასახლება. ჩვენ ადრეც გვქონდა საუბარი ამაზე. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან მძიმე პირობებია. არც გზა არსებობს, არც სანიაღვრეები, არც მოასფალტება. გადათხრილი და გაუბედურებულია ტერიტორია. არაერთი მომართვა იყო და ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ამ პროექტს განვახორციელებდით. დღეს ვიწყებთ სამუშაოებს, გვყავს გამარჯვებული კომპანია ტენდერში. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის, სახანძრო-ჰიდრანტების მონტაჟი, ახალი ბორდიურების მოწყობა, ასევე კორპუსების მიმდებარედ მოეწყობა ავტოსადგომი. საერთო ჯამში, 35 ათასი კვადრატული მეტრის ასფალტის საფარი დაიგება. ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმ მაცხოვრებელთათვის. 4 თვე დასჭირდება სამუშაოების განხორციელებას და დაახლოებით, 2.5 მილიონი ლარი იხარჯება ამ პროექტში“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო