სანაგვე ურნებს მიწისქვეშ გადაიტანენ

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, სანაგვე ურნების მიწისქვეშ გადატანის საპილოტე პროექტის განხორციელება ჭავჭავაძის ქუჩიდან დაიწყება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას აღნიშნული საპილოტე პროექტის ჭავჭავაძის ქუჩაზე განხორციელება დაავალა და აღნიშნა, რომ სანაგვე ურნების მიწისქვეშ გადატანა სხვა ქუჩებსაც შეეხება, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდება.

„იცით, რომ უახლოეს მომავალში ვიწყებთ ჭავჭავაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით. ამ პროექტის ფარგლებში, მინდა, ლევან ჯღარკავას დავავალო,რომ საპილოტე პროექტი განვახორციელოთ, სანაგვე ლურჯი ურნები, რომელიც დგას ქუჩაში, ეს ურნები ჩავიტანოთ მიწის ქვემოთ. ბევრ განვითარებულ ქალაქშია ეს პროექტი გაკეთებული. ძალიან მარტივია ამის გაკეთება და ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ქალაქში, რომ შემდეგ უკვე სხვა ქუჩებზეც, სადაც ასეთი რეაბილიტაცია განხორციელდება, გვქონდეს ერთნაირი მიდგომა,“-განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვიზუალურად ლამაზი არ არის ქუჩებში განთავსებული ურნები და ეს მიდგომა შესაძლოა, სეპარირების თვალსაზრისითაც განხორციელდეს.

„ვფიქრობ, ვიზუალურადაც არ ლამაზი ცენტრალურ ქუჩაზე გამოვდივართ და ეს სანაგვე ურნები ზემოთ არის ამოწეული, ეს ბევრ სხვადასხვა პრობლემას ქმნის. რა თქმა უნდა, ეს ურნები ზემოდან დახურული იქნება და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ნაგავი გადაყარონ ჩვეულებრივად, უბრალოდ ასე ღია და თვალშისაცემი აღარ იქნება, იქნება სისუფთავე. ეს შეიძლება სეპარირების თვალსაზრისითაც გავაკეთოთ, უკვე დავიწყეთ რეაბილიტირებულ სკვერებში სეპარირებული სანაგვე ურნების დადგმა, ანუ ბოთლი ერთ ურნაში უნდა ჩააგდო, სხვა ნარჩენები - მეორეში და მესამეში. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება ამ მიმართულებით წასვლა. მოდი, დავიწყოთ ჭავჭავაძით, რადგან მთლიანად ვაპირებთ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას“, -განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა