სოფო კილაძე - არა მგონია,  ღარიბაშვილი იმას გულისხმობდეს, რომ სადამსჯელო ღონისძიებები უნდა გაგვეტარებინა და “ნაცმოძრაობისთვის” იგივე გაგვეკეთებინა,  რასაც ის საზოგადოებას უკეთებდა

არა მგონია, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ განცხადებაში იმას გულისხმობდეს, რომ ჩვენ რაღაც სადამსჯელო ღონისძიებები უნდა გაგვეტარებინა და “ნაციონალური მოძრაობისთვის” გაგვეკეთებინა იგივე, რასაც თავის დროზე ეს პარტია საზოგადოებას უკეთებდა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოფო კილაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით კოჰაბიტაცია „ქართული ოცნების” შეცდომა იყო.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ღარიბაშვილი ამ შემთხვევაში პოლიტიკური კუთხით შეცდომაზე საუბრობს.

„მთავარია ყველაფერი კანონის ჩარჩოებში და კანონის ფარგლებში იყოს. სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციით პოლიტიკიურად შეცდომა დავუშვით. აქ არ ვგულისხმობ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის იგივე უნდა გაგვეკეთებინა, რა სისხლის კალოც მათ დაატრიალეს“, - აღნიშნულა სოფო კილაძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა