რომან კაკულია ლარის კურსზე - ისეთი ფაქტორი, მყისიერად რეაგირება რომ შეეძლოს მთავრობას, ამ წუთას არ არსებობს

ისეთი ფაქტორი, მყისიერად რეაგირება რომ შეეძლოს მთავრობას, ჩემი აზრით, ამ წუთას არ არსებობს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რომან კაკულიას განცხადებით, ეროვნული ვალუტის მერყეობაზე გავლენას ახდენს გარე ფაქტორები და ამის იგნორირება არ შეიძლება.

ჟურნალისტებთან საუბრისას, მმართველი პარტიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველო მოწყვლადია და არასტაბილურობა ყოველთვის იქნება. რომან კაკულია ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით პრობლემებია, ასევე შეფერხებულია საექსპორტო ზრდაც.

"ისეთი ფაქტორი, მყისიერად რეაგირება რომ შეეძლოს მთავრობას, ჩემი აზრით, ამ წუთას არ არსებობს. ამიტომ იმ ფაქტორების იგნორირება, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს, მაგალითად, თურქეთის ფაქტორი, არ შეიძლება და ეს გაზვიადებული არ არის. თუმცა ისეთი ეკონომიკის ქვეყანაში, სადაც გადმორიცხვები ჩვენი ქვეყნიდან წასული ქალბატონების, არის ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოსავლების, ასეთი ქვეყანა ყოველთვის მოწყვლადია და მასში ყოველთვის იქნება არასტაბილურობა მაშინ, როდესაც საექსპორტო პოტენციალის ზრდა საკმაოდ შეფერხებულია, ინვესტიციების მოზიდვაც საკმაოდ პრობლემატურია. ოპოზიციას შეუძლია თქვას, რომ ეს ხელისუფლების პრობლემაა და ის მყისიერად შეცვლიდა ამ მდგომარეობას, მაგრამ ამისთვის არსებობს არჩევნები," - განაცხადა რომან კაკულიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა