დავით ჭიჭინაძე მამუკა ბახტაძის პარლამენტში მისვლაზე - სჯობს, დავასვენოთ ეს კაცი

პრემიერი ხუთშაბათს არის მიჩვეული მუშაობას, სჯობს, პარასკევს დავასვენოთ ეს კაცი, მითუმეტეს, აზრს ვერ ვხედავ მასთან კითხვის დასმის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პრემიერის ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისვლას.

ჭიჭინაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი არაფერზე არ არის კომპეტენტური.

"არ მგონია, რომ პრემიერ-მინისტრი რომელიმე კითხვაზე პასუხის გაცემაზე იყოს კომპეტენტური, ან დეპუტატებმა ჩვენი დრო დავკარგოთ. თან პარასკევია, მერე შაბათ-კვირა მოდის, თან ეს კაცი ხუთშაბათს არის მიჩვეული მუშაობას. სჯობს, დავასვენოთ. მე მგონი, ჩავუშალეთ სამდღიანი დასვენება. აზრს ვერ ვხედავ, რომ პრემიერ-მინისტრს რამე კითხვა დაუსვას ადამიანმა", -განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს