ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარზე - თუ ვართ ნაფოტი ტალღაზე და გარეფაქტორებზე ისე ვართ დამოკიდებული, რომ თუ ტალღა მაღლა მიდის, ნაფოტიც მაღლა მიყვება, მთავრობა რაში გვჭირდება?

თუ ვართ ნაფოტი ტალღაზე და გარეფაქტორებზე ისე ვართ დამოკიდებული, რომ თუ ტალღა მაღლა მიდის, ნაფოტიც მაღლა მიყვება და პირიქით, მთავრობა რაში გვჭირდება და ამხელა ბიუროკრატიას რატომ ვინახავთ? - ასე აფასებს ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბოლო წლებია ლარი სუსტდება და გარეფაქტორებზე აპელირებით, ხელისუფლება პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად გადაბრალებას ცდილობს.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა თემაზე კომენტირებისას განაცხადა, მთავრობას არ აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, არ ხდება ქვეყანაში ინვესტიციების შემოტანა, ექსპორტი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა მაღალი ეკონომიკური ზრდის და ეროვნული ვალუტის გამყარების.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ლარი სუსტდება და მთავრობა მუდამ იმართლებს თავს, რომ ეს გარე ფაქტორების ბრალია. მართლაც, გარეფაქტორები შეიძლება იყოს დადებითი, შესაძლოა, იყოს უარყოფითი, მაგრამ ქვეყანას მთავრობა უნდა ჰყავდეს პროფესიონალი ზუსტად იმიტომ, რომ რისკები იყოს გათვალისწინებული და პოლიტიკა ისე დაიგეგმოს, რომ ეს უარყოფითად არ აისახოს ჩვენს მოქალაქეებზე. რასაც ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" პირობებში, არის პასუხისმგებლობის თავიდან მუდმივი არიდება და გარეფაქტორებზე გადაბრალება, რასაც მივყავართ კითხვასთან: თუ ვართ ნაფოტი ტალღაზე და გარეფაქტორებზე ისე ვართ დამოკიდებული, რომ თუ ტალღა მაღლა მიდის ნაფოტიც მაღლა მიყვება და პირიქით, მთავრობა რაში გვჭირდება და ამხელა ბიუროკრატიას რატომ ვინახავთ? ლარი არ იქნებოდა ასეთ მდგობარეობაში, თუ გვექნებოდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რის შედეგადაც გვექნებოდა მყარი ვალუტის უფრო მეტი შემოდინება, ეს იქნებოდა ექსპორტის გზით, უცხოური ინვესტიციების გზით და ა.შ. მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას სჭირდება ნაკლები რეგულაციები და დაბალი გადასახადები“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო