გიგა ბოკერია - თუ პოლიტიკური მარიონეტი ვინმეს ჰქვია, ეს არის ლადო კახაძე

კახაძე არის მაგალითი უპრინციპობის. თუ პერსონალურად ვსაუბრობთ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის არის პოლიტიკური მარიონეტი, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ შალვა შავგულიძის მსგავსი დეპუტატები უამრავია პარლამენტში, ხოლო კახაძე საკანონმდებლო ორგანოს გაამდიდრებს.

ბოკერიას თქმით, შავგულიძე პერსონალურად არის მაგალითი იმისა, როგორი პოლიტიკოსები გვინდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და კახაძე და ივანიშვილის გუნდი არის ის, რასაც მშვიდობიანად უნდა დავემშვიდობოთ.

"საკვანძო საკითხია ქვეყნისთვის ის, რაც მოხდება მთაწმინდაზე, არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, რომ უიმედობა შვას არჩევნების მიმართ. შალვა შავგულიძე პერსონალურად არის მაგალითი იმისა, როგორი პოლიტიკოსები გვინდა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ბატონი კახაძე და ივანიშვილის გუნდი არის ის, რასაც მშვიდობიანად უნდა დავემშვიდობოთ, ხოლო

ბატონ კობახიძეზე დიდი ხანია მიჭირს სერიოზული პასუხის გაცემა. რა გამდიდრებაზე საუბრობს? - კახაძე არის მაგალითი უპრინციპობის. თუ პერსონალურად ვსაუბრობთ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, ეს არის ადამიანი, რომელმაც მოიარა ყველა პარტია და პარტიებს იცვლიდა არა იმ ნიშნით, რომ შეხედულებები ჰქონდა, არამედ იმით, თუ ვის რა შანსი ჰქონდა ხელისუფლებაში მოსვლის და ძალაუფლების. ამ კაცს არც პოლიტიკური შეხედულებები აქვს და არც უნარები. თუ პოლიტიკური მარიონეტი ვინმეს ჰქვია, ეს არის კახაძე. ყველას გვესმის, რომ კიდევ ერთი მარიონეტი „ოცნების“ რიგებში არაფერს შეცვლის," - განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას იმედი აქვს, რომ სხვა პარტიები მკაფიოდ გამოხატავენ პოზიციას და მხარს დაუჭერენ შალვა შავგულიძეს.

"ყველა მოქალაქის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. პარტიებიდან შესაძლოა, ზოგმა გამოხატოს უფრო მკაფიო პოზიცია და ზოგმა არა. ვისურვებდი, რომ ბევრმა დაიჭიროს მკაფიო პოზიცია. მთავარი არიან ამომრჩევლები და მოქალაქეები და ვთხოვთ მათ მხარდაჭერას,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო