„საქსტატმა“ გასულ წელს სტატისტიკური ინფორმაციის გაყიდვის შედეგად, დაახლოებით 90 000 ლარის შემოსავალი მიიღო

2018 წელს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 161 480 ლარი შეადგინა, ამ შემოსავლის 55% მიღებულია სტატისტიკური ინფორმაციის გაყიდვიდან, დანარჩენი კი სხვადასხვა დამკვეთისთვის ჩატარებული კვლევებიდან, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქსტატის“ 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„საქსტატის“ 2018 წლის ანგარიშის თანახმად, „საქსტატმა“ გასულ წელს სტატისტიკური ინფორმაციის გაყიდვის შედეგად, დაახლოებით 90 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

მისივე თქმით, გასულ წელს „საქსტატის“ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 2017 წელთან შედარებით 4-ჯერ შემცირდა.

გოგიტა თოდრაძემ „საქსტატის“ ბიუჯეტის მაჩვენებლებზე საუბრისას აღნიშნა, რომ გასულ წელს ბიუჯეტის შესრულებამ გეგმასთან მიმართებაში 97% შეადგინა.

„საქსტატის“ დაფინანსების წყაროებია სახელმწიფო ბიუჯეტი, გრანტები და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენდა 8 500 000 ლარს, გრანტების გეგმა - 1 154 053 ლარს, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის ბიუ­ჯე­­ტის ხარჯების გეგმა - 187 787 ლარს. შესაბამისად, 2018 წლის საქსტატის შემოსავლების გეგმა სულ განისაზღვრა 9.8 მლნ ლარით. ბიუჯეტის შესრულებამ კი გეგმის 97 % შეადგინა,“-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო