ლევან დავითაშვილი ბუქარესტში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 21 მაისს, ქალაქ ბუქარესტში გამართულ მინისტერიალში ,,საერთო საზღვაო დღის წესრიგი შავი ზღვისთვის" მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროდან აცნობეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისიისა და რუმინეთის მთავრობის ორგანიზებით გამართული მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცდა შავი ზღვის საერთო დღის წესრიგი, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნების და ევროკომისიის აქტიური მონაწილეობით შემუშავდა. დოკუმენტის მიზნად ისახავს ხელი შეეწყოს ზღვის რესურსების მდგრად მართვას, შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, ასევე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით შესაბამისი კვლევების და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას.

ასევე, ევროკომისია მოახდენს დაგეგმილი აქტივობების კოორდინაციას და შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს დღის წესრიგის შესრულების უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ასახულია ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს აქვს.

მინისტერიალში მონაწილეობდნენ: ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის საკითხებში კარმენუ ველა, შავი ზღვის აუზის ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ასევე დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა