პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებს, შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტრენინგი ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით ტრენინგი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მონაწილეებს ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა მიმართეს. ტრენინგი მიზნად ისახავს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომელთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და უკანონო ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთას. პირველ ეტაპზე აღმოსავლეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილებების თანამშრომლები გადამზადდნენ.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში და მოიცავს როგორც საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ, ასევე მონაწილეთა საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო ინფორმაციას და პრაქტიკულ სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში გადამზადდება 150 თანამშრომელი.

„ტრენინგებს ახორციელებს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა