ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

აჭარაში ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს "ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნება. სლოგანის მსგავსად „ზაფხული იწყება აქ“ უცვლელია ფესტივალის ჩატარების ადგილიც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე ჩატარდება. საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. პლაჟზევე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. დღის განმავლობაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზეა გათვლილი. ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. „ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა