საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საბაჟო გამშვები პუნქტები სადღესასწაულოდ გაფორმდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საბაჟო გამშვები პუნქტები: „ყაზბეგი“, „კარწახი“, „წითელი ხიდი“, „სადახლო“, ,,სარფი“ სადღესასწაულოდ გაფორმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, 26 მაისისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

„მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ საინტერესო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტო მასალა, საინფორმაციო სტენდების საშუალებით, გაიზიარონ ცოდნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განთავსებულ ხუროთმოძღვრების ძეგლების, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, სხვადასხვა საინტერესო ფაქტისა და მოვლენის შესახებ.

გაიმართება ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, „გააზიარე ცოდნა“, კამპანიის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებიც მოსულ სტუმრებს გაუზიარებენ საკუთარ სამეწარმეო გამოცდილებას.

საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. სპეციალურად მოწყობილი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა, ელით საზეიმო ღონისძიებაზე მოსულ ყველაზე პატარა სტუმრებს“, -განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

უწყების განცხადებით, დაგეგმილია საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ანსამბლები: „შავნაბადა“ და „ერისიონი“. ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.

ასევე, 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი