ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭო ითხოვს, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს "ქართული ოცნების" წევრს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭო, საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრ ომარ მახარაძეს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მრჩეველთა საბჭოს მიაჩნია, რომ მახარაძეს უფლებამოსილება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უნდა შეუჩერდეს.

"საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მოუწოდებს საკრებულოს თავმჯდომარეს, გენდერულ საბჭოს და საკრებულოს თითოეულ წევრს, დააფიქსიროს მკვეთრი პოზიცია ბათუმის საკრებულოს წევრის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო აღნიშნულ წევს მოვუწოდებთ, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, შეიჩეროს უფლებამოსილება", - აცხადებს ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს სპიკერი თეონა დიასამიძე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი, ამავე უნივერსიტეტის ლექტორ ომარ მახარაძეს, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრიცაა, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს