ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ სტუდენტთან დაკავშირებული საკითხის დადასტურების შემთხვევაში, საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტის, სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროების ფაქტს გამოეხმაურა.

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს, რომელიც ამავე დროს ბათუმის საკრებულოს წევრია, სავარაუდოდ, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე აცხადებს, რომ ის გამოძიების შედეგებს დაელოდება. სულიკო თებიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტს საკრებულო ემიჯნება. მისი თქმით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე იმსჯელებენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდენტი, რომელიც სავარაუდოდ, ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, „ქართული ოცნების“ წევრია და ის ამჟამად უკრაინაში მივლინებით იმყოფება, სულიკო თებიძემ უპასუხა, რომ საკრებულოს ერთ-ერთი წევრი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება „ევროპის დღეების“ ფარგლებში.

„ჩვენ ველოდებით გამოძიებას, არ ვიცით რომელ დეპუტატზეა საუბარი, თუმცა პროცესის დასრულების შემდეგ მივიღებთ ზომებს, კერძოდ, მისი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ვიზრუნებთ“, - განაცხადა სულიკო თებიძემ.

შეგახსენეთ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს, რომელიც ამავე დროს ბათუმის საკრებულოს წევრია, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებაა დაწყებული.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს