აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის გოგოს ახლობლების ინფორმაციით, ოჯახს კონფლიქტი არ ჰქონია

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში, 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგონას ახლობლების ინფორმაციით, ოჯახს კონფლიქტი არ ჰქონია.

როგორც რამდენიმე ახლობელმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, გოგონა შვილს მეუღლესა და მამამთილთან ერთად უვლიდა და მასზე კარგად ზრუნავდა.

"არ ვიცით რა მოხდა და ვერ ვიჯერებთ ამ ამბავს! კარგი დედა იყო, მეუღლესთანაც არ ჰქონია პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით, არც ეტყობოდა. ჩვეულებრივი ოჯახი იყო. ბავშვის გარდაცვალება მამისგან გავიგეთ. ის გოგონას ოჯახს დაუკავშირდა და უთხრა, ბავშვი გარდაცვლილია და მეუღლეს ვერ ვპოულობო. მეტი არაფერი ვიცოდით, დღეს გავიგეთ, რაშიც ედება ბრალი“, - ამბობს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ახლობელი.

"ოჯახმა არ იცოდა გათხოვებას თუ აპირებდა. რომ გაიგეს შეეგუვნენ, რადგან დაფეხმძიმდა. მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რატომ დაუშვეს არასრულწლოვნის გათხოვება და მშობიარობა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მას პრობლემები არც საკუთარ ოჯახთან ჰქონია. შეიძლება იყო კამათი, როგორც ყველა მოზარდს აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერი გამიგია", - განაცხადა ოჯახის კიდევ ერთმა ახლობელმა.

შეგახსენებთ, სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ მოკლული 2 დღის წინ იპოვა. პოლიციამ ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა