ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონთა ლიგის თასის მოსაპოვებლად მატჩები თბილისში გაიმართება

მიმდინარე წლის 25-26 მაისს, ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, დავით პეტრიაშვილის სახელობის სპორტულ არენაზე ჩატარდება საფეხბურთო მატჩები ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონთა ლიგის თასის მოსაპოვებლად.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, ირლანდიის, ინგლისის, პოლონეთის, თურქეთისა და რუსეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონი გუნდები.

მათივე ინფორმაციით, ჩემპიონატის გახსნის პირველი მატჩი 25 მაისს, 10:30 საათზე, რუსეთისა და საქართველოს ჩემპიონ გუნდებს შორის დავით პეტრიაშვილის სახელობის სპორტულ არენაზე (ბელიაშვილის ქ. ამერიკის საელჩოს უკან) გაიმართება.

„ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი, მათეუშ ვიდლაკი, ვიცე-პრეზიდენტი, საიმონ ბეიკერი და ფედერაციის სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირები დაესწრებიან.

დასწრება თავისუფალია“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა