მამუკა ბახტაძე ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდება. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) მიერ შემუშავებული წიგნის „მეცხოველეობა-მეფრინველეობა - წარმოების ტექნოლოგია“ პრეზენტაცია. წიგნის შემუშავდა და დაიბეჭდა ფონდის "კონსტანტა“ და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

„სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდების ჩართვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის დამკვიდრება და არსებული ფერმერების კვალიფიკაციის ამაღლება აგრარული სექტორის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ახალი ცოდნით და პროფესიული უნარებით ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება კი რეგიონის გაძლიერებისა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), სწორედ აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ აგრარულ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს, ადგილობრივ ფერმერებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობისა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს სთავაზობს საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლებისა და გადამზადების შესაძლებლობებს, აგრარულ საგანმანათლებლო რესურსებს, მათ შორის სახელმძღვანელოებს, აგრო-ბიბლიოთეკას, მობილური აპლიკაციას „აგრონავტი“ და კემბრიჯის დისტანციურ პროგრამებს)“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა