სასამართლო საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მოსყიდვისა და უკანონოდ ფულის მიღების ბრალდების საქმეზე, დაკავებული 11 ბრალდებულის მიმართ.

ბრალდებულებს: ლ.ჩ.-ს, ვ.ჯ.-ს, ი.ხ.-ს და ნ.დ.-ს, რომლებსაც ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მოსყიდვა, შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდათ პატიმრობა. ხოლო, რ.ი.-ს, ჯ.შ.-ს, პ. ღ.-ს, ნ.მ.-ს, ი. ბ.-ს, გ.გ.-ს და ნ. კ.-ს შეეფარდათ საპატიმრო გირაო, თოთოეულს - 10 000 ლარის ოდენობით. ბრალდებულებს, რომლებსაც გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განესაზღვრათ, ბრალად ედებათ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მიერ უკანონოდ ფულის მიღება, შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

საქმე ეხება 2019 წლის 3 აპრილს, ქ. თბილისში ,,სპაერის“ სტადიონზე ,,თბილისის მერანსა“ და ,,ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართულ მატჩს, რა დროსაც საფეხბურთო გუნდებს შორის გამართულ თამაშში, დაფიქსირდა წინასწარ შეთანხმებული შედეგი.

ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ფაქტობრივი საფუძვლები ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ფორმალური საფუძვლების შეფასების შემდგომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 15 ივლისს 16:00 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა