ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა “საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა “საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. საკითხი განსახილველად კანონმდებლებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარუდგინა.

მისი თქმით, ძირითადად, ევროჯასტთან თანამშრომლობა მიმდინარეობს სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის მიმართულებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით.

“ევროჯასტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ეს ხელშეკრულება უკვე გვაძლევს კონკრეტულ მექანიზმებს და ინსტრუმენტებს, თუ რისი გამოყენებით იქნება შესაძლებელი თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი იყოს მხარეებს შორის. საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულია რამდენიმე სუბიექტი - ეს არის მეკავშირე პროკურორი; მეკავშირე მაგისტრი; ტერორიზმის საკითხებში ეროვნული კორესპონდენტი და ყველა დონეზე მოქმედი იურისდიქციის მქონე სასამართლოები და პროკურატურები. თავის მხრივ, ევროჯასტი თავის შიდა რეგულაციების და გადაწყვეტილების შესაბამისად, შეთანხმების შესრულებას უზრუნველყოფს ეროვნული წევრებით, მათი მოადგილეებით, და დამხმარეებით. ამ თვალსაზრისით შეთანხმების შესრულებაზე საქართველოს მხრიდან პასუხისმგებელ უწყებად განსაზღვრულია გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ევროჯასტთან ურთიერთობა არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით და დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულება.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით ცვლილებები ეხება შემდეგ ნორმატიულ აქტებს: “პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონს, “დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონს, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონს, “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონს.

კომიტეტის წევრებმა მთავრობის მიერ რატიფიკაციისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს