არასრულწლოვან დ.ღ.-ს საქმის პროკურორის განმარტებით, იმაზე საუბარს, მისაღებია თუ არა სასამართლოს განაჩენი, მხოლოდ სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ შეძლებს

სასამართლომ არასრულწლოვანი სრულად დამნაშავედ სცნო. სასჯელის ნაწილში მისაღებობის თემა მას შემდეგ შეგვიძლია განვიხილოთ, რაც განაჩენის სამოტივაციო ნაწილს ჩავიბარებთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში მსჯავრდებულ დ.ღ.-ს საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ ჟურნალისტებს სასამართლოს დასრულების შემდეგ განაჩენის კომენტირებისას განუცხადა.

პროკურორის განმარტებით, ის მუხლი, რომლითაც დ.ღ.-ს ბრალი ედებოდა სასჯელის სახედ 2-იდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო კითხვაზე - მისაღებია თუ არა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, პროკურორი განმარტავს, რომ ამაზე მას შემდეგ შეძლებს საუბარს, რაც განაჩენის სამოტივაციო ნაწილს ჩაიბარებს და იმ გარემოებებს გაეცნობა, რაც სასამართლომ მიიღო მხედველობაში.

„არასრულწლოვან დ.ღ.-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ჩადენისთვის, შესაბამისად, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ არასრულწლოვანი სრულად დამნაშავედ სცნო.რაც შეეხება მაქსიმალურ სასჯელს, მოცემული მუხლი, სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების 2-იდან 6 წლამდე ვადით აღკვეთას. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასამართლო რა თქმა უნდა დაეყრდნო საქმეში არსებულ გარკვეულ მტკიცებულებებს , ფაქტებს, ინფორმაციას“,-განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.

ცნობისთვის, დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ღ. სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო