ნინო ბურჯანაძემ და ირანის ელჩმა რეგიონის სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე ისაუბრეს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, შეხვედრა საკმაოდ საქმიანი და საინტერესო გახლდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბურჯანაძემ ელჩს ირანის სახელმწიფოსა და ირანელი ხალხის მიმართ მისი პატივისცემა დაუდასტურა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის დიდი ყურადღებით აკვირდება ირანში და ირანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, აქედან გამომდინარე ირანელ ხალხს უსურვებს მშვიდობასა და სტაბილურობას. ელჩმა ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისათვის და თავის მხრივ, საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ თავადაც პატივისცემა და კეთილგანწყობა დაადასტურა.

„მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ირანის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობას. მოსაზრება გამოითქვა, რომ ირანს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რომლის გამოყენება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი დიდი პერსპექტივა იქნება.

ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველო პრინციპულად არის დაინტერესებული, ირანთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხი მოგვარდეს საერთაშორისო სამართლის და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების გათვალისწინებით, ვინაიდან ირანი არის მეზობელი სახელმწიფო და იქ არასტაბილურობამ შესაძლოა, რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში არასტაბილურობა გამოიწვიოს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საქმის კურში ჩააყენა და გააცნო პარტიის სამომავლო გეგმები. მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად არის აუცილებელი სტაბილურობა იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა განაგრძოს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს მშვიდობიანი განვითარება და ქვეყნის აღორძინება უსურვეს“, - აღნიშნულია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა