ამბროლაურში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია განიხილეს

ამბროლაურში მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და სოფლების: ნიკორწმინდა, ჭრებალო, წესი და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმების განხილვა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გეგმები საქართველოს მთავრობის №488 განკარგულების საფუძველზე მომზადდა, რომელიც ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის, ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების: უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის განვითარებისათვის, ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების: ნიკორწმინდა,ს ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომლექსის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების“ გატარებას ითვალისწინებს.

„განხილვაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მზია გიორგობიანი და ილია ბეგიაშვილი, სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის თანამშრომლები და სხვა სპეციალისტები.

დოკუმენტაციაზე მუშაობა დასრულებულია და ამ ეტაპზე, კანონმდებლობით დადგენილი დამტკიცების პროცედურები მიმდინარეობს“, - აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო