საგარეო უწყება - იტალიაში ავტობუსის ავარიისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

იტალიაში ტურისტულ ავტობუსში მყოფი საქართველოს 8 მოქალაქიდან, დაზიანება არც ერთს არ მიუღია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

იტალიურმა მხარემ დაადასტურა, რომ ტურისტულ ავტობუსში, რომელიც მოძრაობდა სიენადან ფლორენციის მიმართულებით, იმყოფებოდა საქართველოს 8 მოქალაქე. არც ერთ მათგანს დაზიანება არ მიუღია, მხოლოდ ორია ჰოსპიტალიზებული. როგორც ექიმები აცხადებენ, ჰოსპიტალიზაციის მიზანი იყო, რომ მათ მოხსნოდათ ავარიის შედეგად მიღებული შოკი და არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სულ ავტობუსში იმყოფებოდა 55 ადამიანი, აქედან 36 არის დაშავებული და ისინი უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

იტალიაში ავტობუსი გადაბრუნდა. მასში სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს