ანონსი 23 მაისი

23 მაისს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი მერაბ ლომინაძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 მაისს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის - AMEE-ს რეგიონული წარმომადგენლობის - საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიალი.

აუდიტორიას სიტყვით მიმართავენ: პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი; მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი; მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;

მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, თსსუ-ის ადმინსტრაციული კორპუსი, I სართული, „საბჭოების დარბაზი“.

23 მაისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში "საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოაციაციის" პრეზიდენტი დავით მესხიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პრობლემები ტექინპექტირებაში - საქართველოს ბევრ რაიონს ავტომობილების ტექინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 მაისს, 11.00 საათზე, თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია გამართავს ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1. თსუ I კორპუსი, ოთახი 107.

23 მაისს, 11:00 საათზე, გოგა ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: არჩევნების შედეგები, NDI-ს კვლევა და ორგანიზაცია „დაიცავი საქართველო“.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

23 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ასტრა პარკის“ დირექტორი თამაზ შაფათავა და ადვოკატი ვეფხია გელაშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: „სასამართლოსა და პროკურატურაში არსებული კლანების მეშვეობით „ასტრა პარკის“ ხელში ჩაგდების მცდელობა“.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივით (GGI) გაიმართება საპარლამენტო კონტროლის გზამკვლევის პრეზენტაცია.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

23 მაისს, 11:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია

მის: მინდელის N9

23 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში" ადვოკატთა ასოციაციის მიერ USAID-PROLoG-ის მხარდაჭერით, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერი რუსუდან ტაბატაძე.

საკონტაქტო: 558132241

23 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიეი ინნში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდება. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

საკონტაქტო: ნათია მსხილაძე-591051905

23 მაისს, 11:00 საათზე, "პირველი რადიოს" პრესკლუბში ტაქსის მძღოლები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: რეგულაციები.

23 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

საკონტაქტო: (+995 32) 228-17-54

23 მაისს, 12:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდება და ზოგადი განათლების რეფორმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობს.

მის.: რუსთაველის 10.

23 მაისს, 12:30 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

მის.: ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ. N11 (ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია)

23 მაისს, 12:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეხვედრა გაიმართება საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ხელმძღვანელთან, ფრანც ფუპფელდთან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

23 მაისს, 13:00 საათზე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი კობა დავითაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: არჩევნები და მეორე ტურისთვის მიმართვა საკუთარ მხარდამჭერებს - საით წავა კობა დავითაშვილის 2,91%.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

23 მაისს, 13.00 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონში“ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე გახსნიან. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე. შეხვედრას დაესწრება 11 კომერციული ბანკის წარმომადგენელი. ესენია: ,,თიბისი ბანკი’’, ,,საქართველოს ბანკი’’, ,,ლიბერთი ბანკი’’, ,,ბაზის ბანკი’’, ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია’’, ბანკი ,,ქართუ’’, ,,პროკრედიტბანკი’’, ,,ფინკა ბანკი საქართველო“, ,,კრედო ბანკი”, ,,ხალიკ ბანკი’’, ,,იშ ბანკი საქართველო“.

საკონტაქტო: თამარ დემეტრაშვილი - 5 93 62 94 96

23 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

საკონტაქტო: 2 228-16-08; 2 28-16-72

23 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

მის.: პავლე ინგოროყვას 7

23 მაისს, 15:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

23 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართება.

სასტუმრო რუმსი „გარდენ ჰოლი“

23 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, მართავს ცნობილი ქართველი ემიგრანტის მამია ბერიშვილის წიგნის „რკინის რიდეს“ პრეზენტაციას.

მის: თსუ, I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის მცირე სამკითხველო დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1.

23 მაისს, 18:00 საათზე, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ფოტოგამოფენა „აფხაზეთის ფერებში“ გაიხსნება, ხოლო 19:00 საათზე დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართება.

მის: დიმიტრი უზნაძის №68

საკონტაქტო: ხათუნა მაჭავარიანი;

ტელ.: 599 13 99 14.

23 მაისს, 18:00 საათზე, „თიბისისა“ და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით, „თიბისი არტ გალერეაში“ მულტიმედია ხელოვნების პროექტის - „GAMMA“ პრეზენტაცია შედგება.

მის: მარჯანიშვილის #7; „თიბისი ბანკი“, II სართული

23 მაისს, 19:00 საათზე „ბიბლუსის“ დაბადების დღეს, „ბიბლუსი გალერეაში“ ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი მწერლის, ალეკო შუღლაძის ახალი წიგნის - “ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ წარდგენა გაიმართება.

მის: კანდელაკის #7

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა