აკაკი საღირაშვილმა BSEC-ის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა არაფორმალური შეხვედრაში, რომელიც 2019 წლის 22 მაისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მიმდინარე საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) სამიტის ფარგლებში გაიმართა- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის წრიული მაგისტრალისა და საზღვაო მარშრუტების განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამასთან, ხაზი გაესვა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის საავტომობილო გადაზიდვებისა და ვაჭრობის ხელშეწყობისთვის BSEC - ის სანებართვო სისტემის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მისი შემდგომი განვითარების საკითხი და ნებართვების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა. როგორც აღინიშნა, ქართველი გადამზიდველები აქტიურად იყენებენ BSEC - ის ნებართვებს, 2019 წლისთვის ქართული მხარისთვის გამოყოფილი 1000 ერთეული ნებართვა უკვე სრულად იქნა ათვისებული.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო პოტენციალსა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აკაკი საღირაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოში ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და პრიორიტეტებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა