სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, თუ „რას ეტყოდა პუტინს“ - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი

ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს ოკუპირებული ტერიტორიებია. გაყინული კონფლიქტები ეს ადრე იყო. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიახ, ეს მთავარი პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - აქვს, თუ არა საქართველოს გაყინული კონფლიქტები რუსეთთან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები უმთავრესი პრობლემაა. ამასთან პრეზიდნტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ეს მთავარი პრობლემაა ყოველდღე, ტრაგედიაა არა მხოლოდ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზის ჩვენს მხარეს ცხოვრობს, არამედ იმ მოსახლეობისთვისაც, რომელიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფება, ასევე სამასი ათასი ლტოლვილისთვის, რომლებიც ჩვენ გვყავს და ხელისუფლებისთვის, რომელსაც უწევს ყოველდღიური შეხება პრობლემასთან, როდესაც ხდება ადამიანის გატაცება და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გადაყვანა და ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ დააბრუნებენ ამ ადამიანს; საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რაც საკმაოდ სტრესულია და ყოველდღიური სხვადასხვა სახის პროვოკაციები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლის ჩვენს ევროკავშირზე ორიენტაციას, ეს არ ცვლის ჩვენს მიმართულებას. თუ ეს იყო რუსეთი მიზანი და ალბათ იყო, რუსეთს იმედი გაუცრუვდა. ჩვენ შესაძლოა უფრო მეტად მოტივირებული ვართ, რადგან ვიცით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნებისმიერი სხვა პერსპექტივა ან ალტერნატივა. და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ასევ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი ევროპის. ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა ხელს არ უშლის ევროპულ მომავალს. შეხედეთ გერმანიას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვზე, თუ რას ეტყოდა „ბატონ პუტინს, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ საინტერესო ის არის, თუ რას ეტყოდა თავად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

„რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში ის არის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მისცა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა