7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის სასამართლო 23 მაისს იმსჯელებს

7 თვის შვილის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. მისი უფლებების დასაცავად ბრალდებულის ოჯახს ადვოკატი არ აუყვანია.

„მას დაენიშნა სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატი. სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა მოხდა იმის გამო, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია და მუხლი, რომლითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი, ნაფიც მსაჯულთა განხილვას ექვემდებარება, თუმცა, ბუნებრივია, რთულია იმის თქმა, გახდება თუ არა ეს საქმე ნაფიცი მსაჯულების მსჯელობის საგანი“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაკავებულის ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.