7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის გოგოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვან დედისთვის აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა სავარაუდოდ, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

არასრულწლოვან დედას მ.შ-ს შსს-ს გორის სამმართველოს შენობაში ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, ბუნებრივია გაგრძელდება გამოძიება, ჩატარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. რაც შეეხება სხვა დეტალებს მოგეხსენებათ, ბრალის წარდგენა სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა, საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია და ამიტომ დამატებით ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

სასამართლო 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკაცებული 16 წლის გოგოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო