რუსთავში, ბარ-რესტორანთან მომხდარი დაპირისპირებისას შედეგად, რამდენიმე მამაკაცია ნაცემი

რუსთავში, ბარ-რესტორან "შარკთან" წუხელ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ბარის დაცვამ, გაფრთხილების მიზნით, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. თავდაპირველად სიტყვიერი, შემდგომ კი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, ახალგაზრდების ბარში სიგარეტით შესვლა გახდა, ჩხუბი რესტორნის გარეთაც გაგრძელდა.

არსებული ინფორმაციით, ნაცემია რამდენიმე მამაკაცი, მათ შორის რესტორნის დაცვის თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126 მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

სროლა რუსთავში - ერთმანეთს რამდენიმე მამაკაცი დაუპირისპირდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა