აშშ-ში წყალდიდობას 7 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის შუადასავლეთ შტატებში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სტიქიას შვიდი ადამიანი შეეწირა.

გადაუღებელმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია, შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. უხვ ნალექს თან ძლიერი ქარიც ერთვის. დახურულია რამდენიმე მაგისტრალი. წყალდიდობამ დააზიანა შენობები და სხვა ინფრასტრუქტურა. ტორნადომ გადაუარა მისურის შტატში ჯოპლინის აეროპორტსაც. ოკლაჰომას ქალაქ ვებერს-ფოლსში კი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. ვინაიდან მდინარე არკანზასში წყლის დონე კიდევ უფრო მატულობს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება.

აშშ-ში სტიქიას შვიდი ადამიანი შეეწირა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს