რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი შესაძლოა, ერთმანეთს  შეხვდნენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, მალე ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა თურქეთში ან იაპონიაში მომდევნო თვეში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეიძლება შედგეს. ამის შესახებ „როიტერის“ ცნობით, თურქეთის სამთავრობო წყარო იტყობინება.

ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ერდოღანმა ტრამპი თურქეთში მიიწვია, ამერიკის პრეზიდენტმა შესაძლოა მიწვევა მიიღოს, რაც დადებითი სიგნალია.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ თარიღზე. ორმხრივი შეხვედრისთვის ჩვენ ველოდებით დროის დაზუსტებას“, - განაცხადა წყარომ.

შეგახსენებთ, ვაშინგტონსა და ანკარას შორის ბოლო პერიოდში ვითარება დაძაბულია, ამის მიზეზი თურქეთის გეგმებია, რომლის მიხედვითაც ისინი რუსული ს-400 ტიპის თავდაცვითი სისტემების ყიდვას აპირებენ, რაც ვაშინგტონის აზრით, ნატო-ს თავდაცვით სისტემას ეწინააღმდეგება. თურქეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული გეგმების გამო, აშშ-სგან ანკარას წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა მოსალოდნელი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა