დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო

დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. ევროკავშირის მოქალაქეები ევროკავშირის პარლამენტის 751 წევრს აირჩევენ. ევროპარლამენტის წევრებმა 28 წევრი ქვეყნის 512 მილიონ მოქალაქის ინტერესებისთვის უნდა იმუშავონ.

ხმის მიცემის პროცედურა 26 მაისამდე გაგრძელდება. წინასწარი შედეგები კი კვირას ღამით გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ხმის დათვლის პროცედურები დასრულდება. სწორედ ევროპარლამენტის არჩვნების შედეგების მიხედვით განისაზღვრება ევროპული ბლოკის მომავალი ხუთი წლის პოლიტიკა.

შეგახსენებთ, მიმდინარე არჩევნებში დიდი ბრიტანეთიც იღებს მონაწილეობას, ვინაიდან მან ევროკავშირიდან გასვლა დათქმულ ვადაში ვერ მოახერხა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა