ქეთევან ციხელაშვილი ვიზიტით პრაღაში იმყოფება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამუშაო ვიზიტით პრაღაში იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ვიზიტის პირველ დღეს სახელმწიფო მინისტრი რადიო „თავისუფლებაში“ იმყოფებოდა, სადაც თანამშრომლებს შეხვდა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ინტერვიუ მისცა.

ინტერვიუში მან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ და საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის კუთხით დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა.

ამასთან, ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს საელჩოში 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მთავრობის სახელით მეგობრობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მიმართ მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველო ირჩევს თავისუფლებას და დემოკრატიას და ეს არჩევანი, პირველად 100 წლის წინაა გაკეთებული, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველი იყო.

„ჩვენ გვქონდა მსგავსი ტრადიცია და გამოცდილება, რაც, სამწუხაროდ ხელშეშლილი იქნა საკმაოდ ხანგრძლივი საბჭოთა რეჟიმის გამო. ახლა, 21-ე საუკუნეშიც კი არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი კვლავ ოკუპირებულია.

„ჩვენ მივისწრაფვით ევროპასთან გაერთიანებული საქართველოსკენ, რის მიღწევასაც ვცდილობთ მშვიდობით, ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობით, ნდობის მშენებლობითა და შერიგების პოლიტიკით. ეს არის ის გზა, რითიც ვცდილობთ გადავლახოთ 100 კილომეტრის სიგრძის მავთულხლართები და მჯერა, რომ ჩვენ ამას დავამარცხებთ. დავამარცხებთ თქვენი მხარდაჭერით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო