გია ვოლსკი - შალვა შავგულიძე კარგი იურისტია, მას აქებენ, მაგრამ იურისტი ბევრია და იურისტობის გარდა სხვა  ნიშნებიც არსებობს

შალვა შავგულიძე კარგი იურისტია, მას აქებენ, მაგრამ იურისტი ამ ქვეყანაზე ბევრია და იურისტობის გარდა კიდევ სხვა ნიშნებიც არსებობს, თუნდაც პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკური ნიშა, რომელიც მან დაიკავა - შალვა შავგულიძე იმ ადამიანებთან გაერთიანდა, ვისზეც ამბობდა, რომ მულჩაუხრელი ბრძოლა ჰქონდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, “ეს არის ნიშანი, რაც ლადო კახაძის ოპონენტს მთაწმინდაზე ცუდად ახასიათებს“.

“მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გამარჯვების მთავარი რესურსი არის ჩვენი კანდიდატი, მისი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ და მთაწმინდის მიმართ, სადაც ბავშვობიდან ცხოვრობს. პირველ ტურში ამომრჩეველთა მეტმა რაოდენობამ ხმა სწორედ ლადო კახაძეს მისცა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში