თინა ხიდაშელი პრეზიდენტის ინტერვიუზე - საჭირო არ არის ჟარგონებით საუბარი და „ბლატაობა“ ჟურნალისტთან, უპასუხისმგებლო ფრაზებით ელაპარაკება ზურაბიშვილი ჟურნალისტს

სალომე ზურაბიშვილმა არ იცის მისი პოლიტიკური პატრონი, ბიძინა ივანიშვილი, მოუწონებს თუ არა კითხვებზე მის მიერ გაცემულ ისეთ პასუხებს, რასაც საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული პოლიტიკოსი გასცემდა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუს. ხიდაშელის თქმით, როგორც სააკაშვილის, ასევე პუტინის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე გაცემული პასუხი უნდა ყოფილიყო მარტივი და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებით განპირობებული.

როგორ ხიდაშელმა აღნიშნა, კითხვაზე, როგორ დააბრუნებდით სააკაშვილს, პასუხი უნდა იყოს მარტივი: დავაბრუნებდი, როგორც პატიმარს, რადგან სააკაშვილის წინააღმდეგ დამდგარია რამდენიმე განაჩენი ქართულ სასამართლოებში და ძებნილად არის გამოცხადებული.

„მე თავად ინტერვიუ არ მინახავს, მე ვნახე ინფორმაციები, რომელიც მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა. პირველ რიგში, სააკაშვილის ნაწილით დავიწყებ. როდესაც ჟურნალისტი ასე გისვამს კითხვას: როგორ დააბრუნებდით სააკაშვილს? ეს პირდაპირ დასმული კითხვაა, რომელსაც პირდაპირი პასუხი უნდა გასცეს პრეზიდენტმა, ვინც პატივს სცემს ქვეყნის კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, გადაწყვეტილებებს, რომელიც ამ სახელმწიფოში მიიღება და იმ სამართლებრივ პასუხებს, რომელიც საქართველოს გაცემული აქვს სააკაშვილთან დაკავშირებით. სააკაშვილის წინააღმდეგ დამდგარია რამდენიმე განაჩენი ქართულ სასამართლოებში და ქართული საგამოძიებო ორგანოების მიერ იგი ძებნილად არის გამოცხადებული, რომელიც ქვეყანაში შემოსვლისთანავე აღმოჩნდება საპატიმროში. ამიტომ ასეთ დროს პრეზიდენტის მხრიდან პასუხი უნდა იყოს ძალიან მარტივი, რომ დავაბრუნებდი სააკაშვილს, როგორც პატიმარს. აქ არ არის საჭირო ჟარგონებით საუბარი და „ბლატაობა“ ჟურნალისტთან. სრულიად არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო, პოპულისტური ფრაზებით ელაპარაკება ზურაბიშვილი ჟურნალისტს და არა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც სულ ცოტა სოლიდურობა მოეთხოვება, ყველაფერს სხვას რომ თავი დავანებოთ. გამაღიზიანებელი და აღმაშფოთებელია ჟურნალისტთან საუბრის ეს სტილი ისეთ სტრატეგიულ თემებზე, რომელსაც ის ეხება ხოლმე,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პუტინთან დაკავშირებით, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს არაფერზე არ შეუძლია საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსიროს. ხიდაშელის თქმით, პრეზიდენტმა არ იცის რა რეაქცია ექნება ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ ვერ იძლევა პასუხს ვერც ერთ შეკითხვაზე.

„რაც შეეხება პუტინს, აბსოლუტურად ანალოგიური პასუხი გასცა, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით. ვერაფერზე ვერ სცემს ეს ადამიანი პირდაპირ პასუხს, მას არაფერზე პოზიცია არ აქვს და არაფერზე არ შეუძლია საკუთარი დამოკიდებულება ღიად გამოხატოს. ამიტომ მუდმივად ცდილობს, რომ პასუხები ჩახლართოს, გვერდიდან შემოუაროს, კითხვაზე კითხვით უპასუხოს იმისათვის, რომ სწორ მარტივ პასუხებს თავი აარიდოს. პუტინისთვის თეორიულადაც კი დასასმელი შეკითხვა არის ერთადერთი და უმარტივესი: როდის, რომელ რიცხვში და რომელ საათზე ამთავრებს ქვეყნის ოკუპაციას იმისთვის, რომ რაიმე დიალოგზე ვისაუბროთ. სინამდვილეში, ზურაბიშვილმა არ იცის, ამ კითხვაზე რა პასუხი გასცეს, რადგან არ იცის მისი პოლიტიკური პატრონი მოუწონებს თუ არა მის მიერ გაცემულ ისეთ პასუხს, რასაც საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული პოლიტიკოსი გასცემს. მან არ იცის რა რეაქცია ექნება ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ ვერ იძლევა პასუხს ვერც ერთ შეკითხვაზე და ვერც ერთ დღეს,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს